Posts

მეცხრე დღე

ტრენინგის ბოლო, მეცხრე დღეს ვისაუბრეთ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიებზე და პროექტზე დაფუნძნებული სწავლების წარმართვისათვის სასურველ სასწავლო გარემოზე. გავეცანით პორტფოლიოს ჩეკლისტს.  ვიმსჯელეთ ფასილიტაციის მეთოდებზე, რომლებიც მოსწავლეებს სჭირდებათ პროექტზე წარმატებული მუშაობისთვის. ტრენერის მითითებით, კიდევ ერთხელ გადავხედეთ პროექტის შეფასების რუბრიკას. იგი მოიცავს 11 კრიტერიუმს. პროექტის შეფასების მაქსიმალური ქულაა 44,. ტრენინგი გავლილად ჩაითვლება, თუ იგი 30 ქულით შეფასდება. ვიმედოვნებ, რომ ჩემი პორტფოლიო მოწონებას დაიმსახურებს. ჩვენს მიერ შექმნილი პორტფოლიოები ავტვირთეთ ვებგვერდზე და ერთმანეთს შევუფასეთ.  მადლობა თამარ მოლაშვილს საინტერესო ტრენინგისთვის.
სასწავლო პროექტის პორტფოლიო გთხოვთ, დაათვალიეროთ და შეაფასოთ ჩემი პორტფოლიო

მერვე დღე

ვისაუბრეთ ისტ-ის სტანდარტებზე, დავათვალიერეთ ფასილიტაციის მასალები და შევქმენით შვენთვის საინტერესო ფასილიტაციის ნიმუში.
კითხვარი

მეშვიდე დღე

გავეცანით სწავლის სხვადასხვა სტილს, მოვახდინეთ სწავლის პროცესის დიფერენცირებისგანხილვა, განვიხილეთ განმავითარებელი შეფასების გამოყენება თვითრეგულირების უნარის განვითარებისთვის, შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის.

მეექვსე დღე

დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო. დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი შევიმუშავეთ მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების სქემა, გამოვაქვეყნეთ პრეზენტაცის ბლოგზე.