გავეცანით მიზნებისა და შედეგე4ბის წერისტექნიკას; ჩამოვტვირთეთ ჩვენი საგნობრივი სტანდარტი; დავაკოპირეთ საჭირო პუნქტები და ჩავსვით გეგმაში. ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე, ჩამოვაყალიბეთ ჩვენი კითხვები და შევიტანეთ გეგმაში.
დღევანდელმა დღემ საინტერესოდ ჩაიარა. გავიხსენეთ წინა ტრენინგზე შესწავლილი მასალა, გავეცანით საავტორო უფლებებს, ვისწავლეთ ვებ- საიტიდან ინფორმაციის გადმოწერა, შევქმენით ჩვენი და მოსწავლის სავარუდო პრეზენტაცია. საინტერესო იყო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკა.
გავეცანით სახელმძღვანელოს, ვისაუბრეთ XXI საუკუნის უნარ-ჩვევებზე და ჩამოვტვირთეთ საჭირო ინფორმაცია. შევქმენით საქაღალდე სასწავლო პროექტის პორტფოლიოსთვის; ჩამოვტვირთეთ და ვნახეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი.
კარგად გაქვს ჩამოყალიბებული მიმართულების მიმცემი კითხვები
ReplyDelete