Posts

მეხუთე დღე

დღევანდელმა დღემ  საინტერესოდ ჩაიარა. გავიხსენეთ წინა ტრენინგზე შესწავლილი მასალა, გავეცანით საავტორო უფლებებს, ვისწავლეთ ვებ- საიტიდან ინფორმაციის გადმოწერა, შევქმენით ჩვენი და მოსწავლის სავარუდო პრეზენტაცია. საინტერესო იყო მიმართულების  მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკა.

მეოთხე დღე

     დღევანდელი დღე ძალიან საინტერესოდ წარიმართა.განვიხილეთ შეფასების მეთოდები და შესაბამისი ინსტრუმენტები, შევქმენით წინარე ცოდნის შესაფასებელი საშუალებები, რომელთაც გამოვიყენებ     პროექტზე მუშაობისას.                                 

მესამე დღე

გავეცანით მიზნებისა და შედეგე4ბის წერისტექნიკას; ჩამოვტვირთეთ ჩვენი საგნობრივი სტანდარტი; დავაკოპირეთ საჭირო პუნქტები და ჩავსვით გეგმაში. ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე, ჩამოვაყალიბეთ ჩვენი კითხვები და შევიტანეთ გეგმაში.

მეორე დღე

გავეცანით პუბლიკაციის მომზადების სტანდარტს, განვიხილეთ ბუკლეტის ნიმუშები; ჩამოვტვირთეტ ბუკლეტის შაბლონი და შევქმენით საკუთარი ბუკლეტის ნიმუში. ჩამოვტვირთეთ პროექტის გეგმის შაბლონიც და შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში.

პირველი დღე „

გავეცანით სახელმძღვანელოს, ვისაუბრეთ XXI საუკუნის უნარ-ჩვევებზე და ჩამოვტვირთეთ საჭირო ინფორმაცია. შევქმენით საქაღალდე სასწავლო პროექტის პორტფოლიოსთვის; ჩამოვტვირთეთ და ვნახეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი.